LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას ჯერჯერობით ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება

255
1555415758-gg

ქვეყანას, ჯერჯერობით, ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს. ლევან დავითაშვილის თქმით, ხორბლის მარაგების შესახებ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშანიც არ დასმულა.

„მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეს არაერთხელ განგვიცხადებია, გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფა არ შეფერხდეს. საქართველოში პურის პასი შენარჩუნებულია, ხორბლის მარაგების შესახებ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშანიც არ დასმულა. პოპულისტური და დილეტანტურია გარკვეული ოპოზიციური ძალების განცხადებები, ისინი ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებენ“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ექსპორტი არ განხორციელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g