LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას კიდევ 2 ახალი დაცული ტერიტორია შეემატება

98
13fsdfsdfsdfsdfdsfsd

მალე, ქვეყანას კიდევ 2 ახალი დაცული ტერიტორია შეემატება, რომელთა დაარსებაც იგეგმება. საკითხზე საუბარია მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში, რომელიც პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, ახალი დაცული ტერიტორიების: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის და ტანას აღკვეთილის დაარსება, ასევე მათი მართვის და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება.

საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური – ულამაზესი ბუნება და უნიკალური ბიომრავალფეროვნება, თითქმის ხელუხლებლად არის წარმოდგენილი დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება, სწორედ, ამ უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა.

პირველი ოფიციალური მაღალი კატეგორიის  დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის ნაკრძალი დაარსდა 1912 წელს, ხოლო საგურამოს ეროვნული პარკი – შემდგომში თბილისის ეროვნული პარკი – 1973 წელს. 1991 წელს, საბჭოთა პერიოდის დასასრულს, საქართველოში არსებობდა 15 ნაკრძალი, 1 ეროვნული პარკი, საერთო ფართობით 190 ათას ჰა-ს აღწევდა, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 2.7%-ს შეადგენდა. გარდა აღნიშნული დაცული ტერიტორიებისა, საქართველოს ფართობის 0.8% ეკავა 5 სატყეო-სამონადირეო მეურნეობას.

1995 წლიდან დაიწყო საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება და განვითარება.

დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით) 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, კერძოდ – 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g