LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას, რომელიც ყოველ წელს, პიარსა და ბლოგერების მოზიდვაში მილიონებს ხარჯავს, ყველაზე ტურისტულ ადგილებში დღესაც არ გააჩნია საპირფარეშოები – გიდი

415
5f60f588647a7

როცა ქვეყანა 6-9 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული უნდა გქონდეს ან უნდა აღიარო, რომ არ ვართ მასობრივი ტურიზმის მიმართულება“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ გიდმა ნუცა ცქიმანაურმა ისაუბრა.

მან ტურისტულ ადგილებში სველი წერტილების არარსებობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმის შემოსავლებზეა მიბმული, სველი წერტილების საკითხი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს.

„ქვეყანას, რომელიც ყოველ წელს, პიარსა და ბლოგერების მოზიდვაში მილიონებს ხარჯავს, საკვანძო ადგილებსა და ყველაზე ტურისტულ ადგილებში დღესაც არ გააჩნია საპირფარეშოები”, – აღნიშნა ნუცა ცქიმანაურმა.

მისივე განმარტებით, საპირფარეშო არის ქვეყნის სახე. „ჯერ კიდევ 2015 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის მიერ გაცემული დაპირება – ყოველი 40 წუთის სავალ მანძილზე სველი წერტილების დამატება – არ შესრულდა; მორიგი დაპირება გაიცა ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის მიერ, თუმცა ესეც ვერ შესრულდა“, – დასძინა გიდმა „საქმიან დილაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები