LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში კიდევ 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

979
ipiccy-image

საქართველოში შემუშავდება ახალი მოდელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე, – ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, ჯანდაცვის უწყების მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში.

„ხელმისაწვდომი  და ხარისხიანი  ჯანდაცვა,  სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი ხედვა წარადგინა.

აღნიშნული 10- წლიანი გეგმის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში, ქვეყანაში იგეგმება 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა და თბილისის 2 ფსიქიატრიული საავადმყოფოს  რეაბილიტაცია.

„კიდევ უფრო გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის სისტემა. სამინისტრო კიდევ უფრო ორიენტირებული იქნება დაავადებათა პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე, ადრეულ გამოვლენასა და გართულების თავიდან აცილებაზე, გაძლიერდება  ოჯახის ექიმის რგოლი, გაიზრდება სერვისების მოცულობა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განვითარების 10-წლიან ხედვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g