LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს – თამარ გაბუნია

60
609a6e6c32f70

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის ქვეყნებში „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ტენდენციები კი ჩვენთანაც მსგავსია.

„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია.”- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა განსათავსებლად მობილიზებული 6 000 საწოლიდან 5 200 დაკავებულია

რას უკავშირდება ყოველდღიურად ამდენი გარდაცვალება, ეს ინდივიდუალურ ანალიზს საჭიროებს და კლინიცისტები ამ მიმართულებით მუშაობენ: თამარ გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g