LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში სავაჭრო ბრუნვა 35%-ით გაიზარდა

67
shutterstock_Trade-Geo

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 186.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

აქედან, ექსპორტი 3 098.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარი (34.8%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g