ახალი ქვეყნის მონახულება სასარგებლო და თან დაუვიწყარი მოვლენაა. ამასთან არსებობს ისეთი დანიშნულებები, რომელთა შემოვლაც არც თუ ისე ძვირი ღირს და შესაბამისად, ოჯახის ბიუჯეტსაც ნაკლები ზიანი ადგება.
ცნობილმა გამოცემა NewsBytes-მა 2020 წლის ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული ქვეყნების სია შეადგინა.
ტაილანდი
ძალიან პოპულარული და თან ხელმისაწვდომი ქვეყანა. თბილი კლიმატის მოყვარულებს უამრავი ბიუჯეტური პანსიონის, საკვების, საინტერესო მარშრუტის და ღირსშესანიშნაობების ნახვა შეუძლიათ. ბანგკოკში ჩასულებს დაუვიწყარი ღამის ცხოვრება და უგემრიელესი ქუჩის საკვები ელოდებათ. ტაილანდში ერთი დღის გატარების საფასური 25-დან 30 დოლარამდე მერყეობს.
ნეპალი
დიდებული ჰიმალაის მთები, უამრავი ტაძარი, მონასტერი და მეგობრული ადგილობრივები. ნეპალი აზიის საუკეთესო ტურისტული დანიშნულებაა. ვიზიტორებს უამრავი საინტერესო მარშრუტის აღმოჩენა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება შეუძლიათ. ნეპალის ბიუჯეტი კი დღეში 20-40 დოლარია.
ბულგარეთი
ვისაც ევროპაში სურს მოგზაურობა და საკმარისი ფინანსებიც არ აქვს – სწორედ ამ დანიშნულებას უნდა მიაკითხოს. აუცილებელი პროგრამა დედაქალაქი სოფიას და ოქროს ქვიშების მონახლებას გულისხმობს, შემდეგ კი ბევრი ლამაზი ტბის, მთის თუ სხვა ღირსშესანიშნაობის დათვალიერებაც შეიძლება. ბულგარეთში დროის გატარება ტურისტებს 20-30 დოლარზე მეტი არ დაუჯდებათ.
ვიეტნამი
ულამაზესი ქვეყანა, აზიის მიმალული მარგალიტია. იაფი საკვები და ხელმისაწვდომი სასტუმროები ვიეტნამს ბიუჯეტური ტურიზმის გამორჩეულ დანიშნულებადაც აქცევს. ვიეტნამში მოგზაურები 25-40 დოლარზე მეტს ვერ ხარჯავენ.
საბერძნეთი
საბერძნეთი იმის ნათელი მაგალითია, რომ პოპულარული ტურისტული დანიშნულება შესაძლოა ფინანსურადაც ძალიან ხელმისაწვდომი იყოს. აუცილებლად სანახავ ადგილთა შორის სანტორინი, ათენი და როდოსი ლიდერობენ. საბერძნეთში ერთი დღის გატარების ღირებულება 45-55 დოლარია.