LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, რომლებიც ქართულ მანდარინს ყიდულობენ

50799397_2116150395108586_4030334771547602944_n

საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება – გუშინდელი მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 29 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. მაშინ, როცა გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 23 ათასი ტონა მანდარინი.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ლატვია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან, 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 13,638 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 8,320 ტონას.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელი ხაზიც (1501).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g