მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქართველი ექიმების წყალობით საქართველო ამ ქვეყნების სიაშია.
იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, რომ მონაცემი ნებისმიერ დროს შეიცვალოს. მაგრამ შედეგი, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს, უკვე ძალიან კარგია.
საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია: Foreign Policy
ქვეყნების სია, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილები არ ჰყავთ, ასე გამოიყურება:
საქართველო – კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
სლოვაკეთი – პირველი დადასტურებული შემთხვევა კი 6 მარტს გამოვლინდა.
ქუვეითი – პირველი შემთხვევა კი 24 თებერვალს გამოვლინდა.
ლატვია – კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა.
ვიეტნამი – შემთხვევა კი 23 იანვარს გამოვლინდა.
მალტა – პირველი დადასტურებული შემთხვევა 4 მარტს გამოვლინდა.
ფარერის კუნძულები – პირველი შემთხვევა 7 მარტს გამოვლინდა.
ყირგიზეთი – პირველი შემთხვევა 18 მარტს გამოვლინდა.
კამბოჯა – პირველი შემთხვევა აქ 27 იანვარს გამოვლინდა.
რეიუნიონი –კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ინფიცირებულია 247 ადამიანი.
ქვეყნები, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა
უმეტესობა იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა, პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებია.
ცნობისთვის, ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 1,017,693 ადამიანია დაინფიცირებული.