Deutsche Bank-ის სპეციალისტებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანიც იმ ქვეყნის გამოვლენა იყო, სადაც 128 გიგაბაიტიანი iPhone 7 ყველაზე ძვირად იყიდება.
რეიტინგში 33 ქვეყანა მოხვდა. სპეციალისტებმა ერთმანეთს iPhone 7-ისა და iPhone 6s-ის ფასები შეადარეს, რომლებიც Apple-ის ოფიციალურ მაღაზიებშია.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი – 1200 დოლარი სმარტფონი თურქეთში ღირს. მას ბრაზილია და რუსეთი მოჰყვება. ხოლო ყველაზე იაფად iPhone 7-ის შეძენა აშშ-ში, იაპონიასა და ჰონგ-კონგში შეგიძლიათ, აქ მათი ფასი საშუალოდ 815 დოლარს შეადგენს.
