LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

6069
GG

კორონავირუსი მსოფლიოს უკვე თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ბევრი ნატრობს, ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ძველებურად, შეზღუდვების გარეშე იცხოვროს.

პანდემიის დასაწყისში ბევრმა აფრიკაში გადაბარგებაზეც იფიქრა, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი კვდებოდა, მაგრამ აფრიკის მაგალითზე ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, ამ დროისათვის დარჩენილია 20-მდე ქვეყანა, სადაც  ვირუსი არ დაფიქსირებულა.

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. უმეტესობა ამ ქვეყნებიდან პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებია და არაა გამორიცხული, რომ რეალურად ვირუსი იქაც არსებობს და ამის შესახებ მაცხოვრებლებმა ეს უბრალოდ არ იციან.

კორონავირუსს ჯერ არ შეუღწევია ჩრდილოეთ კორეაშიც. თუმცა ქვეყანაში რა ხდება ამის გარკვევა არსებული რეჟიმის წყალობით ფაქტობრივად შეუძლებელია.

გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ფიქსირდება, მაგრამ ვირუსიდან თავდასაცავად წასვლა ამ ქვეყნებში დიდი ალბათობით მაინც არ ღირს.

კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.

ესენია: სიერა-ლეონე, სამხრეთ სუდანი, ბოტსვანა, ლესოტო.

აზია: იემენი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ჩრდილოეთ კორეა.

კუნძულოვანი სახელმწიფოები: სოლომონის კუნძულები, ვანუატუ, ტონგა, სამოა, კირიბატი, ნაურუ, პალაუ, ტუვალუ, მარშალის კუნძულები, ნიუე.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროის მონაცემებით საქართველოს  კორონავირუსით დაინფიცირებული 81 პაციენტი ჰყავს, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g