LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნების, სადაც სელფის ჯოხის გამოყენება კანონითაა აკრძალული

64

ტურიზმის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს იმ ადგილების სია, სადაც სელფის ჯოხის გამოყენება კანონითაა აკრძალული. სელფი რომ ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა, ამაზე ალბათ აღარავინ დაობს. საუკეთესო სელფის გადაღება კი სელფის ჯოხის გარეშე ცოტა არ იყოს რთულია. თუმცა, მუხედავად ამისა, მისი გამოყენება ბევრ ადგილსაა აკრძალული. მათ შორისაა ნიუ-იორკი, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე სელფის ჯოხი დაშვებულია, თუმცა თუკი ტურისტი სელფს ვეფხვების სიახლოვეს გადაიღებს – 500 დოლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება პამპლონას (ესპანეთი), კორიდას დროს სელფის გადაღება 2000 ევროთი ჯარიმდება. ირანში ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან ერთად პოზირება ეკრძალებათ და კანონის დარღვევის შემთხვევაში სერიოზული სანქციები ელოდებათ. სამხრეთ კორეაში კი ყველა სახეობის სელფი იკრძალება და ჯარიმაც საკმაოდ სოლიდური – 27 ათასი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები