LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა – მინისტრი

65
პროდუქტი-1

ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საჭიროების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადებში ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამები და ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება, დახლზე არ ყოფილა სიცარიელე. როგორც მინისტრი განმარტავს, ყველა პროდუქტის მიმართულებით ჩვენ გვქონდა უწყვეტი მომარაგება.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო ლოჯისტიკაზე, მარაგებით ქვეყნის უზრუნველყოფაზე. სასურსათო მარაგები გამოწვევად იქცა ბევრი წარმატებული ქვეყნისთვისაც. ჩვენმა ქვეყანამ ეს სირთულეები განსაკუთრებით წარმატებით დაძლია. ჩვენ შევქმენით სასურსათო მარაგების მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომელიც პასუხობდა იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სურსათით, გვქონოდა მარაგების სტაბილური რაოდენობა მიწოდებაში არ ყოფილიყო შეფერხება. ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება და დახლზე არ ყოფილა სიცარიელე. ყველა პროდუქტის მიმართულებით ჩვენ გვქონდა უწყვეტი მომარაგება. ეს არ ყოფილა მარტივი სიტუაცია. ყოველთვის ვახდენდით ხორბილის მარაგების მუდმივ მონიტორინგს და ეს იყო ჩვენი სამინისტროს ამოცანა, მაგრამ ხორბალთან ერთად დავიწყეთ ყველა პირველადი პროდუქტის მონიტორინგი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g