ტელეკომპანია „იმედმა“ კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.
„გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს – 10,7%;
„ლელო“ – 10,4%;
„გირჩი“ – 5,1 %;
„პატრიოტთა ალიანსს“ – 4,2 %;
ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%;
ასევე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს? – კითხვა GORBI-მ თბილისში მცხოვრებლებს დაუსვა. დედაქალაქის შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ – 54,6%;
„ლელო“ – 15,7%;
„გახარია საქართველოსთვის“ 14,8%;
„გირჩი“ 8,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“ 3,2%;
სხვა პარტიებს კი საერთო ჯამში 2,9%.
გარდა ამისა, GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
“გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ე.წ. საველე სამუშაო ჩატარდა, არ იყო ცნობილი ოპოზიციური კანდიდატების შესახებ. კანდიდატებად აქტიურად სახელდებოდნენ ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე, შესაბამისად, ერთსა და მეორე შემთხვევაში გამოკითხვის შედეგები ასეთია:
კალაძესა და ელისაშვილს შორის შესაძლო კონკურენციის შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:
კახა კალაძეს გამოკითხულთა 77.6 – პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი – 22,4 პროცენტი.
მეორე შემთხვევაში კალაძესა და შარაშიძეს შორის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:
კახა კალაძეს 84.6 პროცენტი, ხოლო გიორგი შარაშიძეს 15,4 პროცენტი”, – აღნიშნულია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანიის ცნობით, კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.