გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ, ”twitter” – ში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას აგრძელბს. ასევე, ქვეყნის მიზანია, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით მოხდეს.
“ახალი პარლამენტის მიერ მიღებულმა პირველივე კანონმდებლობამ საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით ვცდილობთ. აქვე, აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას ვაგრძელებთ. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.” – წერს გიორგი გახარია.