„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს სატელევიზიო ჩართვის დროს თავს დაესხნენ.
შემთხვევა ბათუმში დღეს იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.
კირთაძეს მამაკაცმა თავდაპირველად კვერცხი ესროლა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ? მოღალატე ხარ ქვეყნის… ვინმეს კი არ გამოვუშვივარ, დამოუკიდებელი, ქვეყნის მოქალაქე ვარ“ – ეუბნება მოქალაქე პოლიტიკოს კითხვაზე – თუ ვინ დაავალა მას თავდასხმა.
მომხდარის შესახებ დეტალებს „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.