LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აღიზიანებს მამაკაცს ქალის ქცევაში ყველაზე მეტად?

50

იდეალური ადამიანები არ არსებობენ – არცქალები, არც მამაკაცები. მაშინაც კი, თუ ორივეუსაზღვროდ შეყვარებულია, ყოველთვის რჩებაწვრილმანები, რაც ან ერთს გააღიზიანებს ანმეორეს. უკეთესია მათი  წინასწარ ცოდნა, რათაადვილად მოვძებნოთ საერთო ენა და საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ ჩვენიურთიერთობა. მაშ ასე, რისი გაკეთება არ ღირსსაყვარელი ადამიანის გასაღიზიანებლად.

ნუ მოუყვებით დაწვრილებით თქვენს ყოფილ მამაკაცებზე

საკუთარი თავის სხვასთან შედარება მამაკაცს ისევე არ მოსწონს, როგორც თქვენ მისი წარმოდგენა სხვა ქალთან ურთიერთობაში.

ნუ ჩათვლით, რომ სექსი მხოლოდ ერთად დაძინებაა

“ზღვის ვარსკვლავის” პოზით განსაკუთრებით ვერასდროს შთააგონებთ თქვენს მამაკაცს. გამოიჩინეთ აქტიურობა და ნუ დაუმალავთ თქვენს ნამდვილ სურვილებს. ეს თქვენც ძალიან წაგადგებათ და თქვენს სექსუალურ ურთიერთობებსაც.

ნუ დაგეგმავთ საერთო მომავალს პირველივე კოცნის შემდეგ

მოწონება და სიყვარული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, განსაკუთრებით მამაკაცისთვის. მაშინ, როცა ქალი ქორწინებაზე ფიქრობს, მამაკაცისთვის – ეს მხოლოდ მსუბუქი ფლირტია. თუ  საყვარელი ადამიანი სწრაფად გამოგიტყდათ სიყვარულში, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ, სხვა შემთხვევაში კი, არ ღირს მისი ერთობლივი ცხოვრებით და ზედმეტი ვალდებულებებით დროზე ადრე დაფრთხობა.

 

 

ნუ აეჭვიანებთ უმიზეზოდ 

სხვათაშორის არც ქალებს მოგვწონს ეჭვიანობა. თუმცა, ჩვენ პირველივე სიმპტომებისთანავე ყველაფერს ვაკეთებთ საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაქცევად, მამაკაცი კი – ჩუმად ბრაზობს, განიცდის და ნებისმიერ დროს შეუძლია მიზეზების ახსნის გარეშე ადგეს და წავიდეს.

ნუ მოაბეზრებთ თავს საკუთარი დიეტებით 

რა თქმა უნდა სწორად იქცევით, როცა საკუთარი ფიგურის შენარჩუნებაზე ფიქრობთ და რაც მთავარია, ამასაც  მისთვის აკეთებთ! მაგრამ თუ მამაკაცმა სადილზე  თავის საყვარელ რესტორანში დაგპატიჟათ, არ ღირს საკუთარი დიეტის და რეჟიმის მასთან განხილვა, უკეთესია ეს მეგობრებთან გააკეთოთ, საყვარელ ადამიანთან კი, მიეცით  თავს უფლება ისიამოვნოთ და ისიც ასიამოვნეთ.

ნუ დაარღვევთ “მის ტერიტორიას”

მართალია, რთული გასაგებია როცა მისი ნივთები ერთ გროვად ყრია, ის კი გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ სწორედ ესაა წესრიგი და სხვაგვარად უბრალოდ ვერაფერს მიაგნებს, მაგრამ პროტესტის გამოთქმა მაინც არ ღირს, რადგან დილას, როცა მის განწირულ ყვირილს გაიგებთ სიტყვებით: “სადაა ჩემი პერანგი???”ყველაფერი ისევ თქვენი მოსაძებნი გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ საქმე მეგობრებს ან გართობას ეხება, მისი ტერიტორიის საზღვრებთან მიახლოებაც კი, სახიფათოა.

 

 

ნუ გაატარებთ მთელ საღამოს აბაზანაში

პირველ რიგში, მოწესრიგება მშვიდ გარემოშიც შეიძლება, მაშინ როცა არავინ გაჩქარებთ. მეორეც – მამაკაცი მართლა ვერ ხვდება, რას აკეთებთ აბაზანაში ამდენ ხანს, როცა თვითონ სულ რამდენიმე წუთში შეუძლია მომზადება.

ნუ დაელაპარაკებით მინიშნებებით

დაივიწყეთ მინიშნებები, ქარაგმით და გადაკვრით ნათქვამი. მამაკაცი ვერასდროს მიხვდება, რომ ვალდებულია გააკეთოს ის, რაც თქვენ არ გითქვამთ. არ ღირს იმედის ქონა, რომ ის თქვენი აზრების წაკითხვით დაიღლის თავს მაშინაც კი, თუ ძალიან უყვარხართ. სასურველი შედეგის მისაღწევად, უთხარით ყველაფერი პირდაპირ და თავიდან აიცილებთ უმიზეზო გაბრაზებას.

ნუ მოთხოვთ “გულახდილ საუბრებს” 

მართალია, ბედნიერებაა როცა შენი ესმით, მაგრამ თუ ქალს მარტივად და თავისუფლად გამოსდის საკუთარ განცდებზე საუბარი, მამაკაცი აბსოლუტურად მოკლებულია ამ ტალანტს. ნუ დაგწყდებათ გული, რადგან მამაკაცები ასე იზრდებიან და ნამდვილად ვერ შეიცვლებიან მარტო იმიტომ, რომ თქვენ გსურთ ასე. გამოიჩინეთ ტაქტი და მოთმინება. დროთა განმავლობაში ის აუცილებლად ისწავლის თქვენს ნდობას.

ნუ გააკრიტიკებთ ყველას და ყოველთვის

არაა საჭირო ყველას მუდმივი კრიტიკა! მამაკაცები ხშირად არ იზიარებენ თქვენს ემოციებს და არასდროს აგიბამენ მხარს სხვების “მრავალრიცხოვანი ნაკლოვანებების გადათვლაში” და არა იმიტომ, რომ მათ თვალები ან საკუთარი აზრი არ აქვთ, უბრალოდ ისინი თვლიან (და სხვათაშორის ძალიან სამართლიანად), რომ თქვენთვის თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ნუ შეხვდებით მის მეგობრებს მტრულად 

ამ შემთხვევაში ნებისმიერი კრიტიკა აუცილებლად კრახით დასრულდება. შეიძლება გეჩვენებათ, რომ ის ზედმეტად დიდ დროს ატარებს მეგობრებთან, ისინი კი, ცუდ გავლენას ახდენენ მასზე, მაგრამ მაინც არ ღირს გაბრაზება, რადგან ვერაფერს შეცვლით. სწორედ ამას ჰქვია “ნამდვილი ძმაკაცობა”.

 

Screenshot_3

 

ნუ დააძალებთ თქვენთან ერთად შოპინგზე წასვლას

მართალია, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა მთელი დღე მაღაზიებში ერთად სიარული, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მისთვის ეს სულ არაა საინტერესო. კარგი იქნება, თუ შოპინგს საუკეთესო მეგობართან ერთად მოაწყობთ, გართობაც უკეთ გამოგივათ და ზედმეტ ხარჯებსაც არავინ წამოგაყვედრით.

ნუ დათრგუნავთ საკუთარი სიმართლით 

მართლაც გრანდიოზულია, როცა გამარჯვებულს ამაყად შეგიძლია თქვა: “ხედავ, მე ხომ ვამბობდი!” მაგრამ, ნურასდროს გააკეთებთ ამას. მამაკაცი ისედაც დამნაშავედ გრძნობს თავს და თუ პრობლემა სერიოზულია, მაშინ საერთოდ იბნევა და აღარ იცის რა გააკეთოს.

ნუ მოსთხოვთ ჩაგაბაროთ ანგარიში

როგორი ძლიერი გრძნობები და ახლო ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, მამაკაცისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია იგრძნოს საკუთარი თავი ამაყ და დამოუკიდებელ პიროვნებად! ასე რომ, მოერიდეთ შენიშვნებს. მაგრამ თუ სწრაფად მოსვლას შეგპირდათ და დიდი ხნით გადაიკარგა, თქვენ აბსოლუტურად გულწრფელად შეგიძლიათ უთხრათ, რომ ბევრად ნაკლებს ინერვიულებდით წინასწარ რომ გაეფრთხილებინეთ საკუთარი გეგმების შესახებ. ასეთი ლოგიკის აღქმა მისთვის ბევრად უფრო მარტივია.

ნუ იტყვით “ყველანი ერთნაირები ხართ!” 

ამ საზარელ ფრაზას ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ურთიერთობის დანგრევაც კი შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს ვისზეა საუბარი, ამგვარი უტაქტო შენიშვნა ნებისმიერს – ქალსაც და მამაკაცსაც, დააკარგვინებს მოთმინებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები