LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ახდენს ლარის კურსზე გავლენას და როგორია ამ მხრივ ლარიზაციის გეგმის შედეგები

119

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ლარიზაციის გეგმა კონკრეტულ შედეგებს 2-3 წელიწადში მოიტანს. ამის შესახებ ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს. როგორც გოგიტა ცუცქირიძე ამბობს, გარკვეული შედეგები ახლაც გვაქვს. მაგალითად, მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც დეპოზიტების 79% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული. შესაბამისად, ბანკებს ლარში დაკრედიტების პრობლემა ჰქონდათ, რადგან მოზიდული სახსრები მხოლოდ უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული. ცუცქირიძე ამბობს, რომ თუ ამ წლის დასაწყისში დეპოზიტების მაჩვენებელი 72% იყო, დღეს ეს დაახლოებით 64%-მდე შემცირდა.

კიდევ ერთი ეკონომიკური შედეგი, რასაც ცუცქირიძე ხაზს უსვამს, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებაა. ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს. მისი ინფორმაციით, 2008 წელს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი 22 %-ს შეადგენდა, შემდგომ წლებში კლებისკენ წამოვიდა და 12-13 პროცენტამდე შემცირდა.

რაც შეეხება ლარის კურსს, გოგიტა ცუცქირიძე ამ თემაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ  ბოლო დღეებში გაუფასურებული ლარი უარყოფითი მოლოდინების შედეგია. მისი თქმით, ადამიანებმა წინასწარ დაიწყეს სავალუტო რისკების დაზღვევა და დოლარის შეძენა. ამით კი ხელი შეუწყეს ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას.

. ~

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g