რა არის ეგზოსომები – ამ და სხვა თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.
რა არის ეგზოსომები?
ეგზოსომები ეს არის ინოვაცია, ეს არის მესიჯი ჩვენი ორგანიზმისა და კანისთვის. მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა. ეს არის რეგენერაცია, კანის გაახალგაზრდავებისა და გაუმჯობესებისთვის. ის ჩვენ არ შეგვყავს კანში ინექციურად. ჩვენ ვიყენებთ ეგზოსომებს დერმაპენის დახმარებით, ან ფოტონას შემდგომ, რათა მივიღოთ კარგი რეგენერაცია და გაახალგაზრდავება.
როგორ იშლება ფილერი იმ პაციენტებში, ვისაც აქვს ალერგიული ფონი?
არის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის პლაზმოთერაპია, რფ-ი, ულთერაპია, ეს არის სითბოს პროცედურები, რაც უწყობს ხელს ფილერის დაშლას და გამოყვანას , როცა პაციენტს აქვს ჰიალურონიდაზაზე ალერგია.
რა პროცედურები შეიძლება გაკეთდეს მუხლებსა და იდაყვებზე?
მალე მოვა ზაფხულში, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვამზადოთ სახე, ხელი, დეკოლტე, ხელები და სხეული. მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის მუხლებისა და იდაყვების ზონა. ამ ზონებზე შეგვიძლია გავიკეთოთ ბიორევიტალიზაცია, ასევე გამოვიყენოთ კოლაგენის სტიმულატორები, როგორიცაა სკულპტრა და აპარატურული პროცედურები, რომლებიც ჯამში მოგვცემს კარგ შედეგებს.
რა არის ბიოჰაკინგი?
ეს არის 2025 წლის ინოვაციოური , ჰოლისტიკური მიდგომა, როგორც კოსმეტოლოგიურ მიმართულებაში, ასევე სხვა მიმართულებით. ეს არის ის ბალანსი, რაც უნდა დავიჭიროთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი.
მიზანია მივაღწიოთ ჯანსაღი და უკეთესი სხეულისა და გონების მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, ეს ტერმინი შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს, ბიოჰეკინგის პრაქტიკა საკმაოდ დიდი ხანია არს