რა არის მიკრონიდლინგი – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.
რა არის მიკრონიდლინგი?
ეს არის პროცედურა, რომელსაც მოჰყვება ნანონემსები. ამ ნემსებით ირღვევა კანის ბარიერი. ამ ნემსების დახმარებით კანში შეგვყავს ესა თუ ის ნივთიერება.
მიკრონიდლინგით შეიძლება გაკეთდეს როგორც პილინგი, ასევე ბიორეაბილიტაცია და სხვ. რეაბილიტაციას სჭირდება 2-3 დღე. არ ახასიათებს ჩალურჯებები.

რა პროცედურებს გაუწევ რეკომენდაციას ზამთრის პერიოდში?
პილინგი ყველაზე ეფექტურია ზამთრის პერიოდში, ასევე კოლაგენოთერაპია, ბოტულინოთერაპია. ბიორევიტალიზაცია და ბოტულინოთერაპია ვთვლი, რომ აუცილებელი პროცედურებია. მე პირადად არ მიზიდავს აპარატურული პროცედურები.
რა მითები არსებობს ბოტოქსსა და ფილერებზე?
მითები ძირითადად ბოტოქსთან დაკავშირებით არსებობს, მაგალითად, რომ პროცედურის შემდეგ შეშდება სახე, ეს რა თქმა უნდა მითია, თუმცა თუ პროცედურა ჩატარდა არასწორად, შეიძლება მოხდეს ფტოზი, ეს დროებითი პრობლემაა და ორ თვეში გაივლის.
ფილერებთან დაკავშირებით მითები ნაკლებად მსმენია. ამბობენ, რომ ფილერი მიგრირებს და ეს ასეცაა, როცა არ არის კარგი ხარისხის ფილერი ან არასწორად არის შეყვანილი კონკრეტულ ზონაში. ასევე პროცედურის არასწორად ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს ულამაზო ფორმის ტუჩი და სხვა.