LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა ბედნიერებაა, რომ შენი ერთადერთი შვილი ვარ! გილოცავ დაბადების დღეს! იყავი ჯანმრთელი, ბედნიერი და სულ ასე იბრწყინე“ – ნინი შენგელიას გულთბილი მილოცვა იუბილარ ზაზა შენგელიას

881
ნინი და ზაზა შენგელია

„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია იუბილარია. დაბადების დღეს სოციალურ ქსელში შვილი, ნინი შენგელია ულოცავს. ნინიმ მამას ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

ნინი შენგელია აღნიშნავს, რომ ბედნიერებაა იყოს ისეთი მამის ერთადერთი შვილი, როგორიც ზაზა შენგელია.

„ჩემ საუკეთესო მამას გაუმარჯოს ❤️❤️❤️ რა ბედნიერებაა, რომ შენი ერთადერთი შვილი ვარ!

ზაზა შენგელია, გილოცავ დაბადების დღეს! საუკეთესოებს შორის საუკეთესოს ადამიანს, ვისითაც ყველაზე მეტად ვამაყობ და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ჩემი მამაა.

ის არა მხოლოდ ყველაზე ნიჭიერია, არამედ ყველაზე საოცარი ადამიანიც.

იყავი ჯანმრთელი, ბედნიერი და სულ ასე იბრწყინე. მიყვარხარ მთვარემდე, მზემდე და უკანაც. ❤️‍🔥⭐️“, – წერს ნინი შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g