LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა დააშავეს ახალდაქორწინებულებმა ბინა რომ არ აქვთ, დადიან, დატანტალებენ“ – ნათელაშვილი პოლიციის ქალაქის აშენებაზე 

150
shalikoo

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიციის ქალაქის აშენების შესახებ, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივას გამოეხმაურა. აღნიშნულ საკითხზე მან „TV პირველის“ გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ ისაუბრა.

„აგერ დღეს ვკითხულობ საოცრებას, ე.წ პრემიერის ბაგეებიდან წარმოთქმულს, რომ აშენდება პოლიციელთა ქალაქი, რომ მათ უფასოდ გადაეცემათ ბინები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გასაგებია რომ თქვენი ოჯახი პოლიციის ძველი გამოცდილი მუშაკები არიან ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, მაგრამ რა დააშავეს მრავალშვილიანმა დედებმა უბინაოდ რომ არიან და არამარტო ის არ იციან ბავშვებს რა აჭამონ, სად დაიძინონ ის ადგილიც რომ არ აქვთ. რა დააშავეს ახალდაქორწინებულებმა ბინა რომ არ ააქვთ, დადიან დატანტალებენ ან საზღვარგარეთ გარბიან ან ოჯახი ენგრევათ იმის გამო, რომ ფართი არ აქვთ, ერთად იცხოვრონ. ან ვერ დაქორწინებულა ახალგაზრდა იმის გამო, რომ ცალკე ცხოვრების საშუალება არ აქვს, არ უნდა სიდედრთან ან დედამთილთან ცხოვრება, ეს არის ბუნებრივი ადამიანური პროცესი. რა დააშავეს ბანკების მიერ გაყრილმა უბინაოდ დატოვებულმა ადამიანებმა, იმათთვის არ უნდა აშენდეს სახლები? რა დააშავეს ინვალიდებმა, ვეტერანებმა, მარტოხელებმა, ბინები რომ არ აქვთ და დაბომჟაობენ, ნათესავთან ათენებენ. რატომ მაინც და მაინც პოლიციას. იმიტომ რომ პოლიციამ რეპრესიები კარგად გაატაროს, კარგად დაიჭიროს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. ივანიშვილის რეჟიმი დგას არა იდეაზე, არა პოლიტიკაზე, არა პარტიაზე, არა სოფლმხედველობაზე, არამედ დგას პოლიციაზე, სპეცსამსახურებზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე. ამიტომ დამსჯელ რაზმებს უქმნის ასეთ პირობებს, რომ მათ უკეთ დაარბიონ, თვალები დათხარონ ჩვენს შვილებს, დაიჭირონ, დააპატიმრონ, პარტიის ოფისები შტურმით აიღონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g