რესტორან „ქვევრის“ მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გუშინ გარდაიცვალა.
ლაშას სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
მათ შორის არის მომღერალი თიკა მახალდიანი, რომელიც წერს, რომ „ოჯახის წევრი დაკარგა“.
„რა ხდება ეს, რა გაგვიკეთე ჩემო სიყვარულო და გულო ბიჭოო, რატომ განმიახლე სიმწარე!
შვილს მეძახდა.. რომ დამირეკავდა, მა რას შვრები? ჩემი ძმა, მეგობარი და ოჯახის წევრი დავკარგე… მადლობა იმ ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, რაც პირადად ჩემთვის გაგიკეთებია. მიყვარხარ უსასრულოდ.“ – წერს თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გუშინ გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
ნატო გელაშვილი: „ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო…დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…“
ნოე სულაბერიძე: „დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა“
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
რა ხდება ეს რა გაგვიკეთე ჩემო სიყვარულო და გულო ბიჭოოო რატო განმიახლე სიმწარე!Lasha Baslandze
Posted by Tika Makhaldiani on ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
