LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების მიზეზი?

114

ნავთობის ფასი ბოლო დღეების განმავლობაში ძვირდება. კერძოდ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 45,55 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული ნედლი ნავთობი კიი ნიუ-იორკის ბირჟაზე 44,91 დოლარი ღირს.

როგორც „ფორტუნას“ „ადმირალ მარკეტსში“ განუცხადეს, ნავთობის გაძვირების ძირითადი მიზეზი გახდა ხანძარი კანადის ალბერტას პროვინციაში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს.

„ამ რეგიონში დიდი რაოდენობით ნავთობის მარაგია. ქალაქ მაკ-მარეითან, რომლის ევაკუაცია ხანძრის გამო მოხდა, კანადაში არსებული მთელი ნავთობის მარაგის ნახევრის მოპოვება ხდება. ფასის ზრდა დროებითია და მის სერიოზულ კორექტირებაზე საუბარი არ მიდის.“- განმარტეს კომპანიაში.

2016 წლისთვის ნავთობზე ფასის პროგნოზი იგივე რჩება – 45 დოლარი ერთ ბარელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g