LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს საქართველოს ჩემპიონატი: საბურთალომ დინამოს გადაასწრო

54

საქართველოს საფეხბურთო ლიგაში გადაადგილებები დაიწყო, რაც გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო ”ტრანსფერმარკტის” მონაცემებზე სწრაფად აისახა.

გუნდების სატრანსფერო ფასებში საგრძნობი ცვლილებებია – ეს ციფრები კი მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო შეფასებიდან გამოჰყავთ, რომელსაც თავად ”ტრანსფერმარკტი” აწესებს.

როგორ მდგომარეობაში არიან ეროვნული ლიგის გუნდები ახალ, 2018 წელს.

1. საბურთალო – 5,30 ევრო
2. ლოკომოტივი – 4,65 ევრო
3. ტორპედო – 4,53 ევრო
4. სამტრედია – 3,55 ევრო
5. დინამო თბ – 3,48 ევრო
6. რუსთავი – 3,15 ევრო
7. ჩიხურა – 2,68 ევრო
8. კოლხეთი – 2,03 ევრო
9. სიონი – 2,43 ევრო
10. დილა – 1,60 ევრო

 

ამგვარად, ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასი 33,380 მილიონი ევროს შეადგენს.

მოულოდნელად, პირველ ადგილზე ”საბურთალო” აღმოჩნდა, რომელმაც სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.

პოზიცია დაკარგა და მისთვის უჩვეულოდ დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა თბილისის ”დინამო”.

ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის რიგები საკმაოდ ბევრმა მოთამაშემ დატოვა – ნუკრი რევიშვილმა, სერგეი ლიტოვჩენკომ, ლევან გეგეჩკორმა, ბექა მიქელთაძემ, ზურიკო დავითაშვილმა, მიკოლა კოვტალიუკმა, ბექა ქავთარაძემ, მოჰამედ ალიუმ, რომელთა ჯამური ღირებულებაც 1,925 მილიონ ევროს შეადგენს.

თბილისელები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას იანვრიდან აპირებენ და დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები