LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს სასტუმროში ერთი ღამე კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დროს

49
world cup

კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, ზოგიერთ სასტუმროში ერთი ღამის ღირებულებამ 5000 დოლარს მიაღწია. მთავრობამ ადგილობრივ სასტუმროებს უკვე სთხოვა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ფასებს.

გენერალური მენეჯერებისთვის გაგზავნილ ცირკულარში, Qatar Tourism-მა მათ, ტარიფებთან მიმართებით, პასუხისმგებლობა შეახსენა.

სააგენტოს ცნობით, სასტუმროებს მოეთხოვებათ „დააწესონ ფასები, რომლებიც უზრუნველყოფენ კატარის რეპუტაციას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში“. ოფიციალური პირების თქმით, შეთავაზების ღირებულებამ უნდა წაახალისოს ვიზიტორები, მეტი დრო გაატარონ კატარში. ამჟამად აქ ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებლის ვარიანტი ღამეში 5133 დოლარია.

2021 წლის 4 ივლისს, ქვეყნის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გამოაცხადა გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დროს სასტუმროს ნომრებისა და მსგავსი სერვისების მაქსიმალური ტარიფების დაწესების შესახებ. წესები ძალაშია 2022 წლის 1 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით და ეს განაკვეთები ვრცელდება ყველა სასტუმროსა და სხვა განთავსების ობიექტებში ოთახების საერთო რაოდენობის 80%-ზე. ასე რომ, 3* სასტუმროსთვის – 120$, 5* სასტუმროსთვის – 250$.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ “როიტერსს” განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს კატარი „სახლი ყველასთვის იქნება“ და დასძინა, რომ გულშემატკივრებმა ასევე უნდა განიხილონ განთავსების ვარიანტები ყურის მიმდებარე ქვეყნებში.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g