LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს საწვავი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – შეადარეთ ფასები

677
sawvavi

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავის ფასების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,06 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,08  ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, იტალიასა და ირლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,59 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,66 ევროს, დიზელის საწვავი – 1,34 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,50 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,64 ევროს, დიზელის საწვავი – 1,40 ევროს; ირლანდიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,43 ევროს, დიზელის საწვავი – 1,33 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,56 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი – 0,65 ევრო, დიზელის საწვავი – 0,57 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ: სომხეთში – 1 ლიტრი  A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,70 ევროს, A- 98 მარკის  ბენზინი – 0,76ევროს , დიზელის საწვავი – 0,70 ევროს;

აზერბაიჯანში – A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,65 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,76 ევროს; დიზელის საწვავი – 0,33 ევროს;

უკრაინაში – A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,83 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 0,87 ევროს, დიზელის საწვავი – 0,81 ევროს;

თურქეთში – A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,71 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 0,78 ევროს, დიზელის საწვავი – 0,73 ევროს;

მოლდავეთში – A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,86 ევროს, დიზელის საწვავი – 0,73 ევროს“, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიმოხილვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g