უმაღლესი განათლების მიღება საზღვარგარეთ მილიონობით სტუდენტის ოცნებაა. ზოგ ქვეყანაში ბაკალავრიატი იმდენად ძვირია, რომ ბევრისთვის ოცნება ოცნებად რჩება, თუმცა ზოგი ქვეყანა გაძლევთ საშუალებას, კარგი განათლება მიიღოთ აბსოლუტურად უფასოდ და მხოლოდ რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა გადაიხადოთ.
მაშ ასე, რა იქნება 1 წლის გადასახადი ბაკალავრიატში სწავლის შემთხვევაში შემდეგ ქვეყნებსა და სასწავლებლებში :
აშშ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – 46 704 აშშ დოლარი
ჰარვარდი – 45 278 აშშ დოლარი
დიდი ბრიტანეთი
კემბრიჯი – 29 927 აშშ დოლარი
ოქსფორდი – 27 757 აშშ დოლარი
შვეიცარია
შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი – 1320 აშშ დოლარი
კანადა
ტორონტოს უნივერსიტეტი – 31 000 აშშ დოლარი
შვედეთი
სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი – 23 000 აშშ დოლარი
საფრანგეთი
სორბონა – 280 აშშ დოლარი (აქ სწავლა უფასოა, წელიწადში ერთხელ არის მხოლოდ რეგისტრაციის თანხა გადასახდელი)
გერმანია
ლუდვიგ-მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი – 124 აშშ დოლარი (სწავლა უცხოელი ტურისტებისთვის გერმანიაში უფასოა).
ჩეხეთი
კარლოვის უნივერსიტეტი – 3200 დოლარი
იტალია
ბოლონიის უნივერსიტეტი – 1000 დოლარი
ესპანეთი
ბარსელონას უნივერსიტეტი – 1000 დოლარი
დანია
კოპენჰაგენის უნივერსიტეტი – 1620 დოლარი