რა იწვევს თმის ცვენას და რომელი პროცედურებით შეგვიძლია ცვენის შეჩერება – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა დერმატოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.
რა იწვევს თმის ცვენას?
თმის ცვენის უამრავი მიზეზი არსებობს: სტრესი, არადაბალანსებული კვება, ქრონიკული გამოუძინებლობა, ორსულობა, სებორეული დერმატიტი, ქრონიკული დაავადებები, ხანგრძლივად მედიკამენტების მიღება, ჰორმონალური დისბალანსი, კოვიდის შემდგომი პერიოდი, გენეტიკური, პრემენოპაუზალური ცვლილებები, ჰიპოვიტამინოზი და ასე შემდეგ. ამ პრობლემით ბევრი პაციენტი მოდის ჩვენთან კლინიკაში. რამდენად გაქვთ კომპლექსური მიდგომა ამ საკითხის მიმართ? დიახ, ამ დროს მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. მოსაგვარებლად უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა სპეციალისტები: დერმატოლოგი( ტრიქოლოგი) ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი.
რაც შეეხება დერმატოლოგიურ და კოსმეტოლოგიურ მკურნალობას, დანიშნული ანალიზების ჩაბარების შემდგომ, პაციენტს ვუნიშნავთ როგორც თმის მოვლის საშუალებებს და საჭირო ვიტამინებს, ასევე პროცედურებს, როგორიცაა თმის მეზოთერაპია პლაზმათერაპია(რეჯენ ლაბი), ფოტონა ლაზერის პროცედურა…ეს ყველაფერი კომპლექსში გვაძლევს ძალიან მყარ და კარგ შედეგებს.
ეს პროცედურები რომ მიმოვიხილოთ, რისთვის არის განკუთვნილი?
დავიწყოთ მეზოთერაპიით, რომელიც არის გაჯერებული მნიშვნელოვანი ვიტამინებით(თუთია, ცინკი, კალციუმი, ამინომჟავები), რაც აძლიერებს, კვებავს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და აძლევს ბზინვარებას.
პლაზმათერაპია ეს არის თქვენივე სისხლიდან დამზადებული პლაზმა – რაც არის ცილა. ცილა არის ჩვენი უჯრედების საშენი მასალა, ასევე თმის საშენი მასალაც არის. პლაზმა უზრუნველყოფს გამოფიტული თმის გაჯანსაღებას, დაზიანებული თმის ბოლქვის გაღვიძებას, ასევე ასტიმულირებს ახალი თმის ამოსვლას, ცვენის შეჩერებას, თმის სტრუქტურისა და ხარისხის გაუმჯობესება-გამკვრივებას.
პლაზმა და მეზოთერაპია მუშაობს კაპილარების კედლების სიმკვრივეზე და აუმჯობესებს სისხლძარღვების მიმოქცევას, რაც თმის ზრდას უწყობს ხელს. პლაზმათერაპია უსაფრთხო და არაალერგიული პროცედურაა, რომელიც შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერმა პაციენტმა ანალიზების ჩაბარების შემდგომ.
ჩატარებული კურსის შემდეგ 3-6 პროცედურა 2 კვირის ინტერვალით გვაძლევს ჯანსაღ, ბზინვარე, ლამაზ თმის იერს.
ფოტონა ლაზერის პროცედურა კი არის ერთ-ერთი ნომერ პირველი პროცედურა, რომელიც აღვიძებს თმის ბოლქვებს და აკეთებს სკალპის პილინგს, რის შემდეგაც ყველა ინექციურ პროცედურის შედეგს აუმჯობესებს, ასევე სახლში მოვლის საშუალებები ბევრად უფრო ეფექტური ხდება, რადგან მათი მოხვედრა თმის ბოლქვებთან ბევრად უფრო აქტიურდება, აქაც ტარდება კურსი 3-6 პროცედურა. გასათვალისწინებელია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ვატარებთ პროცედურებს.