მუნიციპალური განვითარების ფონდი, ახალი მეტროსადგურის “უნივესიტეტის” ახალ სურათებს ავრცელებს, ძველებთან ერთად.
მათი ცნობით, მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” სრული რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულებულია.
დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური აშენდა.
მეტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევა.