უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა „ინსტაგრამზე“ ავრცელებს კადრებს, სადაც მეტროში ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად მისი დედაც ჩანს, ომის სხვა სისასტიკეებთან ერთად:
„ასე გამოიყურება უკრაინა ახლა. ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს – ჩვენ ვართ ომში!.. პუტინის თავდასხმის გამო უკრაინელებს უწევთ, რომ შვილები ყოველ ღამე სარდაფებში წაიყვანონ.
უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა, ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ და ჩვენ პირველები თავს არავის ვესხმით, თუმცა არ ვაპირებთ დანებებას. შეხედე, მსოფლიო: ჩვენ თქვენი ქვეყნების მშვიდობისთვისაც ვიბრძვით!..“
ოლენა ზელენსკას მიმართვა: „მადლობა მათ, ვინც კურნავს, სიცოცხლეს გადაარჩენს, ვინც ხალხს კვებავს…“