LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება გუგუტიანთკარში, სოფელში სადაც საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრების გავლება დაიწყეს

175
karibord

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სოფელში ბარიკადების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე  არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდს, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, ადგილი ჰქონდა 7 აგვისტოს და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერადვე, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურეს.

7 აგვისტოსვე იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ადგილზე ჩავიდნენ ანტისაოკუპაციო აქტივისტები. ქაცარავამ სოფლიდან “ფეისბუქზე” პირდაპირ რეჟიმში ვიდეო გაუშვა. ვიდეოში ჩანს, რომ ადგილს სადაც ორი დღის განმავლობაში უკანონო ბორდერიზაცია ხორციელდებოდა, დღეს ქართველები იცავენ, თუმცა მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ამ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადასვლის საშუალება არ აქვთ. როგორც პოლიცია ამბობს აქტივისტებს ადგილზე “მათივე უსაფრთხოების მიზნით” არ უშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g