ომის კვლევის ინსტიტუტის ექვსი ივნისის ანგარიშის თანახმად:
რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, 6 ივნისის მდგომარეობით, სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნეს, თუმცა ქალაქში ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება.
- ოკუპანტებმა იზიუმში ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
- ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
- რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
- რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.
უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე, რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ.
ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და „მობილიზებული“ უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. ეს კი რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში