LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უახლოეს თვეებში მოხდება ქალაქის დეოკუპაცია“ – რეგიონის მერის ცნობით, ოკუპანტებმა მელიტოპოლის თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს

228
მელიტოპოლი

მელიტოპოლის მერის, ივან ფიედოროვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის რეგიონში თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ოკუპანტებმა მელიტოპოლის რეგიონის თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს. გმირი უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, რომ დასახლებები რაშისტებისგან გაათავისუფლონ. რუსმა დამპყრობლებმა მელიტოპოლში დაბლოკეს კომუნიკაციები და ინტერნეტი.“– განაცხადა ივან ფიედოროვმა.

გარდა ამისა, მელიტოპოლის მერის თქმით, უახლოეს თვეებში მოხდება ქალაქის დეოკუპაცია, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.

ოკუპანტებმა ლისიჩანსკი დაბომბეს, ცეცხლი გაუხსნეს სკოლასა და კოლეჯს, არიან დაშავებულები: გუბერნატორი

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g