LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდებოდა ციხისძირში და რას ამბობს “კასტელო მარეს” ადმინისტრაცია

1658
a01-castello-mare-hotel

აჭარაში, ციხისძისრში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს. რუსული დროშის გამოფენის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია TV25-მა გაავრცელა.

სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თუკი სასტუმროს დამსვენებელთა რაოდენობა 45%-ზე მეტს შეადგენს, “კასტელო მარეს” შიდა პოლიტიკაა, მათი ქვეყნის დროშა იყოს გამოფენილი. როგორც “ფორტუნას” “კასტელო მარეში” განუცხადეს, საზოგადოების პროტესტის შემდეგ გადაწყვიტეს, აღნიშნული წესი შეცვალონ და რუსეთის დროშაზე გამონაკლისი დაწესდება. სასტუმროში განმარტავენ, რომ ამ ჟესტს (რუსული დროშის გამოფენას) არ ჰქონია პოლიტიკური საფუძველი.

 

რუსული დროშა “კასტელო მარეს” თავზე სხვა დროშების გვერდით

 

“ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ჩვენც, სასტუმროს მთელი ადმინისტრაცია და თითოეული თანამშრომელი ვიზიარებთ საყოველთაოდ აღიარებულ პოლიტიკურ შეხედულებას,  თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ და მხოლოდ სტუმართმოყვარეობის და შიდა პოლიტიკის საფუძველზე აღმართული და არცერთ შემთხვევაში არ ქონია მას პოლიტიკური სახე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრის კმაყოფილება, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნების არის ის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, იმ ქვეყნის დროშას აღვმართავთ, რომელთა წარმომადგენლების რაოდენობა 45%-ზე მეტია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი თუ სხვა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნება შექმნილი ვითარება და რუსეთის დროშა არ დაიკიდება”, – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g