LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „თუ გინდათ ნახოთ მიწიერი სამოთხე, აი ბატონო“ – ციხისძირში შუქურა გაიხსნა

2276
ipiccy-image

„შუქურა ციხისძირში გახსნილად გამოგვიცხადებია! თუ გინდათ ნახოთ მიწიერი სამოთხე, აგერ ბატონო“, – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

აღსანიშნავია, რომ ციხისძირში მდებარე ყოფილი დასასვენებელი სახლის – “შუქურას” სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები სწორედ კომპანია „აჭარა ჯგუფმა“ განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით განხორციელდა. ამ ეტაპზე, “შუქურა” რესტორანსა და ღია დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, მალე გაიხსნება სასტუმროც.

ამჟამად, პროექტში 100 თანამშრომელია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები