LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მაგარი კანონია, არ მიუღიათ და უკვე იმუშავა, ყველა აგენტი გარკვეულია“ – გია ჭანტურია

184
ფორტუნა - 2023-03-10T123153.767

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელიც დღეს, 10 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით ჩააგდო.

„რა მაგარი კანონია, არ მიუღიათ და უკვე იმუშავა, ყველა აგენტი გარკვეულია“. – წერს გია ჭანტურია.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

 

mazda magti 5g