LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მძიმეა ამ ყველაფერთან შეგუება“ – ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა | დიმიტრი ხვთისიაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

323
დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურაბ ბერიკაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი მეგობარი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„ერთი წელი გავიდა ბერიკ! რა მძიმეა ამ ყველაფერთან შეგუება“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი. 

„ჩემო ზურიკელა! დასრულდა შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ… იმედია მოგწვდა იქ ზეცაში ფინალში, შენს საყვარელ „პაკლონზე“ 4 წუთიანი ოვაციით კინაღამ რომ შეზანზარდა დარბაზი“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურაბ ბერიკაშვილის იუბილესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დიმიტრი ხვთისიაშვილი: „ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო ძმაო! რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა? რას გვერჩოდი? რატომ დაგვაბერე ასე უცებ?“

„ერთი წელი გახდა, რაც ამქვეყნიური სამყაროდან იმქვეყნიურისკენ გადადგი ნაბიჯი, შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი..დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო…სიკვდილი გააიოლე ბერიკ, თუმცა რამხელა სიცარიელე დატოვე…“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g