LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა თუ ძმაკაცის შვილი კაი თანამდებობაზე „გაჩითე“, რა მოხდა თუ სასტუმრო უხარისხო მასალებისგან ააშენე, სწორედ ამ „რა მოხდას” ეწირებიან ადმიანები – დაუშვილი

93
maxresdefault

არ ვაღიარებთ ქართველები კანონის უზენაესობას, ყველა უბედურების საწყისიც და ბოლოც ეგ არის,– ასე ეხმაურება კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას.

ბიზნესმენი გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აქვე, განმარტავს, თუ რას ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები.

„არ ვაღიარებთ ქართველები კანონის უზენაესობას და არ ვცემთ კანონს პატივს. რაც გვჭირს, ყველა უბედურების საწყისიც და ბოლოც ეგ არის. რა მოხდა თუ არასწორად დააპარკინგე მანქანა? რა მოხდა თუ სამშებებლო ნაგავი დაახვავე სადარბაზოსთან? რა მოხდა თუ წითელზე გაიარე? რა მოხდა თუ ძაღლი ალიკაპის გარეშე გაასეირნე? რა მოხდა თუ ავტომობლის ზეთი ქუჩაში დაღვარე? რა მოხდა თუ შენი გაუმართავი ავტომობილის გამონაბლოქვით ხალხს წამლავ? რა მოხდა თუ საკუთარ ეზოში წითელ წიგნში შეტანილი კაკლის ხე მოჭერი? რა მოხდა თუ ქალქში ძროხა გამოუშვი საძოვარზე? რა მოხდა თუ სახლში ღამე დისკოტეკა მოაწყვე და ნახევარი უბანი არ დააძიენე? რა მოხდა თუ ძმაკაცის შვილი სახელმწიფო სამსახურში კაი თანამდებობაზე გაჩითე? რა მოხდა თუ არჩევნებზე ხმა გაყიდე? რა მოხდა თუ თხილამურზე გაგლეჯილი მთვრალი დადექი და ჟინი მოიკალი? რა მოხდა თუ სასტუმრო ყველაზე უხარისხო, აალებადი მასალებისგან ააშენე? რა მოხდა თუ შენი სარდაფის გაფართოების მიზნით საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედელი მოარღვიე? სწორედ ამ „რა მოხდას” ეწირებიან უდნაშულო ადმიანები. გასკდა გული! ვუსამძიმრებ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. იქნებ ამ ტრაგედიამ მაინც გამოგვაფხიზლოს სრულიად ერი და შევცვალოთ ჩვენი უდიერი დამოკიდებულება კანონის დაცვის მიმართ ყველგან და ყველაფერში!”,– წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g