LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეაქცია მოყვა ქალაქში გერმანელი ტურისტების გამოჩენას: სახალისო ქუთაისური ამბავი დათო ლიკლიკაძისგან

247
BeFunky-collage (8)

დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ჩვეული იუმორით აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ადგილობრივების ემოციებს აღწერს, რომელიც ქუთაისში ტურისტების გამოჩენას მოყვა.

“ორი გერმანელი ტურისტი გამოჩნდა ქუთაისში, ფოტოებს უღებდნენ მერიის გვერდით რომ ქანდაკებებია. „უიმე დედა ტურისტიო“-დაიკივლა ერთ ერთი კაფის მიმტანმა გოგონამ. ამ ხმაზე სხვა კაფეების თანამშრომლებიც გამოცვივდნენ. იქვე უსაქმურად მდგარმა ტაქსისტებმაც ატეხეს ამბავი. გაიქცა ყველა, გავეკიდე მეც. მაინტერესებს ამბავი. დამფრთხალი უცხოელები მოსწყდნენ ადგილს და გაიქცნენ „მონ-პლეზირის“ თაღისკენ. ვინც შედარებით უკან ვიყავით ვიხმარეთ ჭკუა და სასტუმრო „ქუთაისის“ უკანა ეზოდან დავარტყით ალყა.
სულ დაიბნენ ეს გერმანელები და დამფრთხალ-შეშინებულები ისე მოხიეს, წერტილივით ჩანდნენ თეთრ ხიდზე. „კაი სირცხვილიაო“- დაიძახა ვიღაცამ, მაგრამ ვინ მიაქცია ყურადღება. ერთმა პატრული ხო არ გამოვიძახოთო, მაგრამ არც მას მოუსმინა ვინმემ. პირველი გიმნაზიის წინ აივნიდან ქალბატონი გვიყვიროდა-“ვინმე ხომ არ მოკლეს?”… მაგრამ ისიც დავაიგნორეთ. “დანქე შოო დავუძახოთ, დანქე შოო”, მოგვაძახა “სტაიანჩიკმა” მალხაზიმ, რომელიც უკანონოდ კრიბავს ფულს, ისედაც ფასიანი პარკინგიდან.
ახლა რუსთაველის ხიდისკენ მივქლოშინებთ მოსახლეობის ერთი ნაწილი, იქნება და გრიშაშვილის ქუჩაზე დავიჭიროთ სადმე.
არაფერი ცუდი არ გვამოძრავებს არავის. თუ დავეწიეთ ხელი გვინდა მოვკიდოთ, მოვეფეროთ, სახლებში დავპატიჟოთ, თან გადავყვეთ,- მაგრამ დავიჭერთ კი?”- წერს ლიკლიკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g