LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა? სად? როდის?” – ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

153
fot (5)

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?“ ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება.

„ევროკავშირი აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ყველა ადამიანის საფიქრალს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ. ვიმედოვნებთ, რომ, „რა? სად? როდის?” ევროპული ტურით, ჩვენ შევძლებთ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში ახალგაზრდებს ცოდნა მხიარული და სახალისო გზით გავუზიაროთ”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელმა აგატა ნიებოიმ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტ რაიონში, აგრეთვე, არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება VIII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „რა? სად? როდის?” თამაშების სერიას ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე გაუძღვება და თამაშების წამყვანები კლუბის სხვა წევრებიც იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები