ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ საქველმოქმედო კამპანიებს ეხმაურება, რომელიც პატარა ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საჭირო თანხების შეგროვებას ისახავს მიზნად.
“არ შეიძლება 16 წლამდე ბავშვს რაც არ უნდა ჭირდებოდეს სამედიცინო კუთხით ყველაფერს სახელმწიფო უფინანსებდეს?განურჩევლად იმისა სოციალურად დაცულია თუ დაუცველი, დიდია თუ პატარაა ხარჯი, აქ ჭირდება მკურნალობა თუ საზღვარგარეთ?
ვინმემ დათვალოს და დადოს სტატისტიკა და თუ არსებული რესურსი არ კმარა, მოვუმატოთ ჩვენ გადასახადებს ერთი (თუ საჭიროა მეტი) პროცენტი და მიემართოს კონკრეტულად ამ მიზნებისთვის.
არც გიორგობა მინდა, აღარც ახალი წელი. ეს დღეებია უკვე მერამდენე ბავშვზე ვრცელდება გადავარჩინოთ…
და რომ ვერ შეგროვდეს, ვერ უნდა გადავარჩინოთ?
რა საზოგადოება ვართ თუ ბავშვები გვიკვდება?
საერთოდ არ მაინტერესებს მიმზიდველი ვიქნები თუ არა გადასახადების კუთხით ვინმესთვის, თუ ბავშვები მოგვიკვდება. თქვას სახელმწიფომ, რომ ობიექტურად არ ყოფნის ამისთვის ფული და შემოვიღოთ კონკრეტული გადასახადი, თუნდაც დროებითი.
აზრს კარგავს ყველაფერი როცა მომავალი თაობა მშიერი, უსახლკარო ან მითუმეტეს სრული სამედიცინო უზრუნველყოფის გარეშე გყავს.
ეს არც მემარჯვენეობა- მემარცხენეობის და არც პოლიტიკის საკითხია. ეს ერის და სახელმწიფოს ღირსებას და უბრალოდ არსებობა-დანიშნულებას ეხება”,- წერს ზვიად კორძაძე.