LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სჭირდება გუნდის მუშაობას – FM ქოუჩი

79
lizisofromadze

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ შევკრათ გუნდი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში FM ქოუჩი“ ტრენერმა ლიზი სოფრომაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს გუნდური მუშაობა?

დღეს ძალიან ბევრი მასალა არსებობს ერთად საქმის კეთების სარგებელზე – ანუ  გუნდურობაზე. უამრავი სტატიაა დაწერილი, კვლევა ჩატარებული და თეორიები დამტკიცებული, რომ ძალა ერთობაშია. თითქოსდა, ძალიან ცხადი და ნაცნობი პოსტულატია, აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება, რასაც საუკუნოვანი გამოცდილება გვაჩვენებს და გვასწავლის.

შესაბამისად. მე არ მსურს ვამტკიცო ეს ჭეშმარიტება, რაც ჩემზე ბევრად ჭკვიანმა ადამიანებმა დაამტკიცეს და აჩვენეს, რომ გუნდურობა/ერთად საქმის კეთება ძალიან სასურველია, მნიშვნელოვანია, ბევრად მომგებიანი და ეფექტურია, რომ ამით ვაერთიანებთ რესურსებს, შესაბამისად ერთად გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ძალიან გვიჭირს შევქმნათ და შევინაჩუნოთ გუნდები.

რა არის ის ფაქტორები, რაც ასე ართულებს ერთად საქმის კეთებას. ჩემი გამოცდილებით ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ხელს უშლის ეფექტური გუნდების შექმნას,  ეს არის, რომ ჩვენ ადამიანებს გვგონია, რომ თუ სამსახურში ავიყვანეთ პროფესიონალები, რომლებმაც კარგად იციან ორგანიზაციის მიზანი, ისინი თავისთავად  გახდებიან გუნდის წევრი, რომ პროფესიონალები გაერთიანება თავისთავად ჩამოაყალიბებს ეფექტურ გუნდს.

გუნდის შექმნას სჭირდება დრო, ენერგია, გამოცდილება და ამაზე მუდმივი მუშაობა.  მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებულ ღირებულებების, დაუწერელი წესებსა და დამოკიდებულებების გაზიარება. რთულია სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, განათლების, გამოცდილების ადამიანების გაერთიანება.

ორგანიზაციები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებთ, ორიენტირებულები უნდა იყვნენ გრძელვადიანი გუნდის ფორმირებაზე, გუნდის წევრების მოტივირებასა და განვითარებაზე.

ხშირად ხდება, რომ მენეჯერი უბრალოდ თავს უყრის სხვადასხვა პროფესიონალებს და იმედოვნებს, რომ ეს ხალხი ერთ დღეს შეძლებს ერთად მუშაობას. არადა, გუნდი წარმატებულია მაშინ, როდესაც მისი წევრები წინასწარ განსაზღვრული პრინციპის მიხედვით არიან შერჩეული და მათი გუნდის წევრობა ემსახურება გარკვეულ მიზანს.

წინასწარ შეთანხმება – რას ნიშნავს ერთად და რა ხდება როცა ერთად აღარ ვართ;

ერთად მიზნების დასახვა

ერთად წესებზე შეთანხმება

ერთად გააზრება რომ თანამსრპმლონა შესაძლებელია დასრულდეს და როგორ გვსურს

ერთმანეთის განსხვავებულობის აღიარება და მიღება

ერთად შიგნით წარმოქმნილ პრობლემებზე

რა არის საჭირო ეფექტური გუნდის შექმნის, განვითარებისა და მხარდაჭერისათვის?

–  ერთად ორგანიზაციისა და პროექტების მიზნების დასახვა, ამ პროცესში სასურველია მონაწილეობა მიიღოს გუნდის თითოეულმა წევრმა. ერთად მსჯელობა, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრის გაზიარება თითოეულ წევრს უჩენს კუთვნილების განცდას, როგიც ორგანიზაციის ისე დასახული მიზნების მიმართ. რაც შესაბამისად მეტ მოტივაციას აძლევს ძალიასხმევა გაიღოს მისი მიღწევისთვის.

გუნდის წევრებს შორის როლების გადანაწილება, ასევე სასურველია გუნდის წევრებთან ერთად მოხდეს, თითოეულმა გამოთქვას სურვილი, რისი გაკეთება სურს და რამდენად აქვს ამის ცოდნა და გამოცდილება;

გუნდის წევრებთან ერთად ურთიერთობის/თანამშრომლობის წესების შეთანხმება;

– მოახდინეთ გუნდის წევრთა შორის კომუნიკაციის საშუალებების იდენტიფიცირება: დასაწყისშივე განსაზღვრეთ კომუნიკაციის საშუალებები – ელ. ფოსტა, ჯგუფური შეხვედრები, ინდივიდუალური შეხვედრები, დახურული გვერდები სოციალურ ქსელში, ელექტრონული გაზეთი, რეპორტები და ა.შ. კომუნიკაციის როგორი ფორმაც არ უნდა აირჩიოთ, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ინტენსიური და გუნდი მუდმივად და დროულად იყოს ინფორმირებული;

– განსაზღვრეთ გუნდში გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. გუნდის წევრებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, თუ ვინ, რა პროცედურით და რა ვადებში იღებს გადაწყვეტილებას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდურად გადაწყვეტილების მიღება და გუნდში პასუხისმგებლობის განაწილება წარმატების ხელშემწყობი ფაქტორია;

– როგორც ხელმძღვანელმა, შეიმუშავეთ კრიზისის მართვის გეგმა. ყველაზე წარმატებულ გუნდსაც კი შესაძლოა დაუდგეს კრიზისული პერიოდი. ამ დროს ხელმძღვანელი მზად უნდა იყოს სიტუაციის განმუხტვისათვის;

– შეიმუშავეთ თანამშრომელთა დაქირავების და პერსონალის მართვის პროცედურები და გააცანით ის გუნდის წევრებს. მათ უფლება აქვთ იცოდნენ დამქირავებლის პოლიტიკა თანამშრომელთა შრომის პირობების, სწავლების, განვითარების, მოტივაციის და სხვა საკითხების მიმართ;

– გამიჯნეთ მოვალეობები და ფუნქციები გუნდის შიგნით და ამავდროულად უზრუნველყავით თანამშრომლური დამოკიდებულება გუნდის წევრთა შორის;

– წარადგინეთ გუნდის ლიდერი, რომელსაც დაექვემდებარება გუნდი. ლიდერმა უნდა დასახოს სამუშაო გეგმა, აკონტროლოს გეგმის შესრულება და კომუნიკაცია გუნდის წევრთა შორის. ლიდერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებაზე და გაუნაწილოს პასუხისმგებლობა სხვებს.

– წარმართეთ უწყვეტი შიდა კომუნიკაცია. გამოყავით პიროვნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გუნდის წევრებმა რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია სამუშაოს, გუნდის და კომპანიის შესახებ;

– შეაქეთ გუნდის წევრები, მათ მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს გამო. მოაწყეთ განხილვა, თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო – ეცადეთ მიზეზების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ;

– ყოველი წლის ბოლოს შეაფასეთ თითოეული გუნდის წევრის მიერ წლიური სამუშაო გეგმის შესრულება. შეფასება უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ პროცენტებში და ციფრებში და აუცილებლად უნდა იყოს განხილული მის მიმღებთან. თანამშრომელმა უნდა იცოდეს თუ რას ნიშნავს მისი მიღებული 9 ქულა ან 90%. განიხილეთ მასთან ერთად წლის შედეგები, მიუთითეთ სისუსტეებზე, რომლის გამოსწორებაზეც უნდა იზრუნოს მომდევნო წელს და ძლიერ მხარეებზე, რომელიც უნდა მეტად განავითაროს;

– აღნიშნეთ გუნდის მიღწევები და რთული სამუშაო კვირის დასასრული არაფორმალურ გარემოში;

– დააჯილდოვეთ თქვენი გუნდის წევრები. ჯილდო მრავალნაირი არსებობს. ფულადი ჯილდო მოტივაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა ის არ წარმოადგენს გრძლევადიანი მოტივაციის ინსტრუმენტს. მოტივაციისთვის წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი გამოსასვლელი დღე, სწავლების და ტრენინგების დაფინანსება, პერსონალური საჩუქარი თანამშრომლის სამსახურში მუშაობის დაწყების დღის აღსანიშნავად.

– რაც მთავარია, ხშირად გადაუხადეთ მათ მადლობა. „მადლობა, რომ ეს რთული კვირა თავდაუზოგავად იშრომეთ და ჩემს გვერდით იდექით“ – ასე დაემშვიდობეთ გუნდის წევრებს პარასკევ საღამოს. აღნიშნეთ მათი როლი და მნიშვნელობა; დაარწმუნეთ, რომ „საქმე“, რომელსაც შეეჭიდეთ მათ გარეშე არ გამოვა.

– თანამშრომელი, რომელიც თავს „საქმის“ მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობს, თავდაუზოგავად იშრომებს ამ „საქმის“ და შესაბამისად თქვენი წარმატებისათვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g