„რუსთავი 2“-ის სახე ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საინტერესო ამბავს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ავტობუსში გადახდა:
„ვზივარ ავტობუსში, გვერდით მიზის ქერათმიანი ქალი,რომელიც უცებ იწყებს ტირილს და ჩადის. ვეკითხები:
-ჩვენ რამეში შეგვიძლია დაგეხმაროთ?
როგორ იგრძნო უკრაინული სისხლი არ ვიცი, მაგრამ მშობლიურ ენაზე მოთქმით დაიწყო ხერსონის ხსენება. მხოლოდ ბოლო ფრაზას გითარგმნით:
მიყვარხარო…
უკვე არა სახელმწიფო ენაზე გავუმეორე:
-შეგვიძლია თუ არა დახმარება ?
– არაფერიო, უბრალოდ ვხარობ და ამიტომ ვტირი, ჩემებზე ვდარდობო…
ხომ გითხარით, ქერა ქალები მხოლოდ სიხარულისგან უნდა ვტიროდეთ, და არა მხოლოდ ქერები…
დიდება უკრაინას, დიდება მშვიდობას!..“
ანი გიუნტერის ბერძნული არდადეგები: ტელეწამყვანი დასვენების მორიგ ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს