LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში მოხდება ამნისტიის პროექტის ერთ ვერსიაზე შეჯერება

97
amilaxvalrrrs

თუ ჩვენი პრინციპისგან რადიკალურად განსხვავებული არ იქნა კანონპროექტი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთ ვერსიაზე მოხდეს შეჯერება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, გიორგი ამილახვარმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას გამოეხმაურა.

“შემდგომი კონსულტაციების შედეგად,მათ შორის ვინც ხელი მოაწერა აღნიშნულ შეთანხმებას, იყო მსჯელობა და მათ მიერ გამოთქმული წუხილებიდან გამომდინარე ჩვენ შევთავაზეთ ვერსია, რომ კონკრეტულად 173-ე მუხლზეა ლაპარაკი, თუ რომელიმე პირს, იგულისხმება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი დაუდასტურდება ვინმეს სხეულის განძრახ მძიმე დაზიანება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებას ამნისტია არ შეეხება, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ ყველას უნდა შეეხოს.

თუ ნიკა მელიას, ის ბრალი, რაც წარდგენილი აქვს დაუდასტურდება, იქნება ყველაზე მძიმე დანაშაული, იმასთან შედარებით, რომელიც შესაძლოა სხვა პირებს დაუდასტურდეს. ამიტომ ისმევა ლოგიკური კითხვა, რამდენად სამართლიანი და მორალური იქნება, რომ ერთი მხრივ ჩვენ ამნისტია შევახოთ უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანს და არ შევახოთ ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ ვიზამთ”.- განაცხადა გიორგი ამილახვარმა “ფორტუნას” ეთერში.

საკითხზე გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემაც. მისი თქმით, მათ მიერ შემუშავებული ალტერნატიული პროექტი გარკვეული მუხლების გადაზღვევის საშუალებას იძლევა.

“წამება, თვალის დათხრა, დამამცირებელ დამოკიდებულება – ამ მუხლებს „ოცნებას“ ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ ჩაწერს, რადგან ამაზე მაღლა დგას საერთაშორისო კონვენცია. დანარჩენი, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს განსხვავებები, მათ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ჩვენ ახლა გვაქვს ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ”- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ოპოზიციის მიერ წარდგენილი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძეა. მისი განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს 20 ივნისის საქმეზე არსებული ბრალდებების ამნისტირებას როგორც პოლიციის თანამშრომლების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ.

ვრცლად იხილეთ:

ოპოზიციის მიერ წარდგენილი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი ცნობილია

magti 5g