LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეუძლია განახლებულ Bugatti Veyron-ს – ქსელში მორიგი თიზერი გავრცელდა

46

რა შეუძლია განახლებულ Bugatti Veyron-ს – ქსელში მორიგი თიზერი გავრცელდა. Bugatti-ს გადაკეთება თავის თავზე Royalty Exotic Cars-ის ჯგუფმა აიღო და შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. ჰიპერქარმა მოსახვევის რადიუსი შეამცირა და საჭე ბევრად მსუბუქი გახდა. ვიდეო, რომელშიც მოდელი „ფუნთუშებს“ ხაზავს – პროექტის ავტორებმა თავის YouTube არხზე გაავრცელეს. უჩვეულო რენოვაციის დონორი Bugatti Veyron Mansory Vivere გახდა.

ჰიპერქარი 8,0 ლიტრის მოცულობის W16 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 1109 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 100 კმ-ს ასაკრეფადVeyron-ს სულ რაღაც 2,5 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 410 კმ/სთ-ია. ჩვეულებრივი Bugatti-ისგან განსხვავებით სიახლეს დამოკლებული კაპოტი, შეცვლილი ბამპერები და ახალი ძარა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები