LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმღერის შესრულებას აპირებს მეგი გოგიტიძე რუსეთში: „რასაც მე მათ თავიანთ მმართველ ელიტაზე ვეუბნები, დამიჯერეთ, აქ ძალიან ბევრი ვერ ბედავს იმის ხმამაღლა კი არა, ჩურჩულით თქმას…“

413
megi-gogitidze

მომღერალი მეგი გოგიტიძე პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას მოსკოვში კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით. გოგიტიძე შეკითხვაზე, წავა თუ არა კიდევ აგრესორ ქვეყანაში სამღერლად, ასე პასუხობს:

„დიახ, დიდი ხანია დავდივარ რუსეთში, ვატარებ კონცერტებს და მყავს ფართო აუდიტორია. მინდა, კარგად  იქნეს აღქმული, ამას რატომ ვაკეთებ. ჩემს საქმიანობას რუსეთში აბსოლუტურად სხვა მიმართულება აქვს. რასაც მე მათ თავიანთ მმართველ ელიტაზე ვეუბნები, დამიჯერეთ, აქ ძალიან ბევრი ვერ ბედავს იმის ხმამაღლა კი არა, ჩურჩულით თქმას.

მე ვმღერი რუსულად. 5 წლის წინ სიმღერა ჩავწერე „ხარა-მარა“. იქ არის სიტყვები – გამოვრთე ტელევიზორი, გამოიწმინდე გონება. ამ სიმღერას რუსეთში აუცილებლად შევასრულებ. ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ რუსული იდეოლოგიის პირობებში ეს საფრთხის შემცველია, მაგრამ უკან არ დავიხევ.

ვიდეო: მეგი გოგიტიძის კონცერტებზე მოსკოვურ კლუბებში ანშლაგებია

მეგი გოგიტიძის უცნაურ რუსულენოვან კლიპს ქართველი მსმენელი აკრიტიკებს

მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ ფილმის, „ექვთიმე თაყაიშვილი“ საუნდტრეკი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g