თამო ვაშალომიძის ბოლო ფოტოსესიას, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი მოდელი ფოტოობიექტივის წინ, ორ მამაკაცთან ერთად პოზირებს. რატომ გადაწყვიტა მსგავს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება ამის შესახებ, თამო ვაშალომიძე „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.
– ეს იყო ერთ-ერთი საიტის შეკვეთა, როგორც იცით მე მიყვარს საინტერესო და თამამი ექსპერიმენტები და ამ პროექტში სიამოვნებით ჩავერთე. ჯამში ათი ფოტო გადავიღეთ, რომლის სრულ ვერსიას მალე იხილავთ. იმის მიუხედავად, რომ ფოტოებზე შიშველი ვარ, ვულგარული არ გამოვიდა და ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმაც დადებითად შეაფასეს ეს ნაბიჯი. (ფოტო)