LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება: მთავრობა ხვალ გვეტყვის

163
9999999999-1024x576

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ხვალ, 26 ნოემბრიდან ეცოდინება საზოგადოებას რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში გაზრდილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პიკთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. მთავრობა გადის კონსულტაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება. იმისთვის, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს განაგრძოს მუშაობა“, – აცხადებს  მინისტრი.

ტიკარაძე განმარტავს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები:

„ჩვენ გვაქვს 2 ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ინფიცირებულების შემცირებას არ ველოდებით. ჩვენ დავაკვირდბით კლების პროცენტს და აქედან გამომდინარე, ორკვირიანი შეფასების შემდეგ შეიძლება მეტად გამკაცრებული სქემა შევთავაზოთ საზოგადოებას, ან პირიქით ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადავიდეთ“, – აცხადებს ტიკარაძე.

საველე ჰოსპიტლების გახსნა არ იგეგმება

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალ წელს საზოგადოება ღირსეულად შეხვდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g