რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა ეხმიანება. მისი განცხადებით, მისი შვილის სიკვდილი რუს დამპყრობლებს უკავშირდება და პოზნერის ვიზიტი არ გაუხარდა.
ისინი არ დაისჯებიან – არჩილ ტატუნაშვილის მამა მისი შვილის მკვლელებზე
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
“ჩემი შვილის არის რუსული დამპყრობლის მსხვერპლი და რა თქმა უნდა არ გამიხარდა ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი”, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.
შეგახსენებთ, პოზნერი 1 აპრილს თბილისში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი და მისი თანმხლები პირების ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური პროტესტის შემდეგ ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა.
შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აშშ-ს მოქალაქე ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია
აქციაზე დაპირისპირებაა – აქტივისტები სასტუმროში, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება შესვლას ცდილობენ
პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს
შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი”, სადაც ვლადიმერ პოზნერი ვახშმობდა 10 000 ლარით დააჯარიმა
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.